ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე მუხრან ვახტანგაძე და სპორტსმენებიც იმყოფებიან

22 ნოემბერი 2019, 11:27 3029 ნახვა

ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის გარდა, მერიასთან ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, მუხრან ვახტანგაძე და 10-ზე მეტი  სპორტსმენი იმყოფება. 

საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ ისინი მერიის წინ შეკრებილი გვიპასუხა, რომ როგორც მაჟორიტარული ბიუროს წარმომადგენელი სპორტსმენებს ხვდებოდა.

თავად სპორტსმენები შეხვედრის მიზეზსა და დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მაშინ, როცა მუხრან ვახტანგაძე აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს ესაუბრებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა სიტყვა "დესტრუქცია"ახსენა. აღნიშნულ პირს მალევე საუბარი გააწყვეტინეს.

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ოპოზიციისა და "სირცხვილიას" ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებში აქციებია დაანონსებული. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობებს სიმბოლურად აბოქლომებენ. 

აქცია ბათუმში არ ყოფილა დაანონსებული, თუმცა ბათუმის მერიასთან პოლიცია მაინც იმყოფება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში