სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

22 ნოემბერი 2019, 18:25 1116 ნახვა

დღის კიდევ ერთი მთავარი თემა. სუს -თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები. სუს-თან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება.

ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა - ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში