ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა, როგორც სამების ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული შემომწირველი

23 ნოემბერი 2019, 14:22 1733 ნახვა

ილია მეორემ ქართველ ხალხს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ის ადამიანები გაიხსენა, ვინც წვლილი შეიტანა სამების ტაძრის მშენებლობაში.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა.

წყალობა ღვთისა არ მოგიშალოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში