კენიაში მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია

23 ნოემბერი 2019, 17:47 1869 ნახვა

კენიაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 24 ადამაინი დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვია.

ქვეყნის სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თუმცა სამძებრო სამუშაოებს ცუდი ამინდი უშლის ხელს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად, რეგიონში მეწყერთან ერთად წყალდიდობასაც ებრძვიან. არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზების და ხიდის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე სოფელთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში  „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში