გამკაცრებული რეგულაციები თამბაქოზე

24 ნოემბერი 2019, 20:49 2431 ნახვა

​დაუფასოებელი სახით იკრძალება  თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. თამბაქოზე უნდა იყოს აქციზური მარკა და სამედიცინო გაფრთხილება. 

თამბაქოს მოყვანით დაკავებული ადამიანები ახალ წესებს ეწინააღმდეგებიან. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც თამბაქო სახლში მოჰყავთ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მუშავდება ახალი, განსხვავებული წესი.

ეს წესი განსაზღვრავს, თუ რა ფორმით მოახდენს ფერმერი მის მიერ მოყვანილი თამბაქოს რეალიზაციას. რა შეიცვალა რეგულაციების ამოქმედების შემდეგ და როგორ აისახა ეს ფერმერებზე.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში