ნოემბრის ბოლო დღეები არასტაბილური, მაგრამ უმეტესად თბილი იქნება

25 ნოემბერი 2019, 08:50 1950 ნახვა

კვირის პირველ ნახევარში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთი ძლიერი ქარი, ხუთშაბათიდან საქართველოში მოიღრუბლება და ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

რაც შეეხება ტემპერატურულ ფონს - დასავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში +6, +11 გრადუსი.

აჭარის სანაპირო კურორტებზე - მიმდინარე კვირა უმეტესად თბილი იქნება +14, +19 გრადუსით, მხოლოდ ხუთშაბათს მოიღრუბლება და შესაძლებელია აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა.

ამ მომენტისთვის ზღვის წყლის ტემპერატურა 17 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი ინდექსი (Uv index) კი უახლოეს დღეებში იქნება ნიშნულით #4

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში