მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებს

25 ნოემბერი 2019, 13:38 4182 ნახვა

მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე აჭარის მაუწყებელს ტოვებს, გადაწყვეტილება წასვლის შესახებ დირექტორის კონსულტანტმა უკვე მიიღო.   "რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, მაუწყებლის გუნდს 2018 წლის 21 მარტს შემოუერთდა. იგი აჭარის მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების განვითარებაზე მუშაობდა.  

მარინა ვაშაყმაძემ უშუალოდ იყო ჩართული  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ვებგვერდის კონცეფციის შექმნასა და ამ პროექტის განცხორციელებაში.  

ის მუშაობდა ახალი ამბების, ანალიტიკური თუ გასართობი გადაცემების განახლებაზე. მისი ინიციატივით გაკეთდა ახალი სოციალური პროექტი - "ათვლის კუთხე".  მუშაობდა მაუწყებლის ყველა რგოლთან,  ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისთვის ატარებდა შიდა ტრენინგებს. 

ასევე, აქტიურად იყო ჩართული დონორებთან, უცხოურ მაუწყებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში და წარმოადგენდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

2006 – 2018 წლებში მარინა ვაშაყმაძე RFE/RL (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. იგი 25 წელზე მეტია პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციისა თუ გადაცემის ავტორი, წლების განმავლობაში იყო რამდენიმე მედისაშუალების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 

მარინა ვაშაყმაძე პირველი ქართული საერთაშორისო სწავლების ინიციატორია, საქართველოში ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტების ასამაღლებლად. წლების განმავლობაში იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის (ICFJ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კავკასიაში.  ICFJ არის ვაშინგტონში არსებული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას მთელ მსოფლიოში.

პრაქტიკულ ჟურნალისტიკასთან ერთად, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჟურნალისტიკის მიმართულებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 

 

დღესვე მაუწყებელი დატოვა მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში