მარინა ვაშაყმაძემ და ზვიად ქორიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დატოვეს

25 ნოემბერი 2019, 20:06 2201 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მარინა ვაშაყმაძემ და ზვიად ქორიძემ დატოვეს. მაუწყებლის კონსულტანტებმა გადაწყვეტილება გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ მიიღეს.  

ჩვენი შეხედულებების დამთხვევის მოლოდინი არ მქონდა -  ამბობს  ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე, რომელიც ნათია კაპანაძის, შემდეგ კი ნათია ზოიძის კონსულტანტის პოზიციაზე წლის დასაწყისიდან მუშაობდა. "რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კი მაუწყებლის გუნდს 2018 წლის მარტში შემოუერთდა. ბოლოს არხზე მისი ინიციატივით ახალი სოციალური პროექტი - "ათვლის კუთხე" გაკეთდა. გაგრძელდება თუ არა ეს გადაცემა? ახალი დირექტორი ჯერ კითხვას ვერ პასუხობს.

ახალი მრჩევლის თამილა დოლიძის შეფასებით კი ამაში პოზიტივი უნდა დავინახოთ, რადგან ორი კადრის ხელფასი თავისუფლდება.

როგორ აფასებენ ფაქტს მაუწყებლის თანამშრომლები და ვის შეხვდა პირველ სამუშაო დღეს გიორგი კოხრეიძე?

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში