პარლამენტთან აქციის მონაწილე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა

26 ნოემბერი 2019, 09:37 1636 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთი მონაწილე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აქციის მონაწილეების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა. ის დაბალი ტემპერატურის გამო, შეუძლოდ გახდა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში თავად აქციის მონაწილეებმა მოათავსეს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია - წერს ინტერნეტ გამოცემა ''ინტერპრესსნიუსი''.

მედიკოსების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში სწორედ სხეულის გადაციების გამო იმყოფება. შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში