„სიკეთის დღე“ - ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური ფონდი დაარსდება 

26 ნოემბერი 2019, 15:42 2467 ნახვა

ხელოვანები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან.  იდეის ინიციატორი, კახა ფირცხალაიშვილი  სპეციალურ ფონდს აარსებს. ეიმედება,  რომ საზოგადოება  იდეის ირგვლივ გაერთიანდება.  ხელოვანის  ინიციატივით, სპეციალური სიმღერაც დაიწერა, რომელსაც ქართველი ვარსკვლავები, სავარაუდოდ 25 დეკემბერს შეასრულებენ. კახა ფირცხალაიშვილმა, ფონდის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საზოგადოება მისი შვილის დასახმარებლად გაერთიანდა.  გიორგი 15 წლის იყო, როდესაც მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და სამი წლის შემდეგ საზოგადოების თანადგომით, სრულად განიკურნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში