მემორანდუმი ბრაზილიასა და გერმანიასთან - ქართველი მეზღვაურების დასაქმების შანსი

26 ნოემბერი 2019, 20:00 4027 ნახვა

ქართველ მეზღვაურებს 4000-მდე გემზე დასაქმების საშუალება მიეცემათ – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით ბრაზილიასთან და გერმანიასთან ხელი მოეწერა მემორანდუმებს, რომლებიც ქართველ მეზღვაურების დასაქმებას შეუწყობს ხელს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.  განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

პრესსამსახურის ცნობით, ასამბლეის ფარგლებში მინისტრი 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში