იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება დაიწყო

27 ნოემბერი 2019, 12:25 1001 ნახვა

პირველ  საათზე საბჭოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  სხდომაა ჩანიშნული, მანამდე კი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება, საბჭო ორი დღის განმავლობაში სამ კანდიდატს გაესაუბრება.დღეს ლევან თევზაძეს და თამარ ოქროპირიძეს. თევზაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და საბჭოს ყოფილი წევრია. ის, ერთხელ უკვე მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში და მან საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა. მიზეზად ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები დაასახელა.როგორც ცნობილია, ლევან თევზაძე საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ახლო ნათესავია.რაც შეეხება მეორე კანდიდატს, თამარ ოქროპირიძეს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლეა. მან ერთხელ უკვე გამოთქვა უმაღლეს ისტანციაში მოხვედრის სურვილი, თუმცა ის პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში