თამბაქოს მწარმოებლები თუთუნის რეალიზაციას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ - თორნიკე რიჟვაძე

29 ნოემბერი 2019, 11:22 4137 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომაროს განცხადებით დღეიდან თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზაციას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

ახალი რეგულაციებით 1 ნოემბრიდან თუთუნის რეალიზაცია შეფუთვისა და აქციზის გარეშე აკრძალულია.

"აჭარის მთავრობამ მოახდინა ამ საკითხზე მყისიერი რეაგირება და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. პრაქტიკულად ფერმერები გააგრძელებენ იმ საქმიანობა, რასაც აქამდე აკეთებდნენ. რეალიზაციას ისინი შეძლებენ არსებული არხებით და არ დაიბეგრებიან დამატებით აქციზით. 

ფერმერები ბაზარში თუთუნის ჩამოტანას და 50-100 გრამობით მის გაყიდვას დაბეგვრის გარეშე შეძლებენ. მათ მოყვანილი თამბაქოს რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ, თუმცა ბიზნესსოპერატპორად რეგისტრაცია სავალდებულოა. ეს პროცესი ძალიან გამარტივებულია და მათ არც ამ კუთხით შეექმნებათ პრობლემა"-განაცხადა აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.  

აჭარაში, თამბაქოს რეალიზაციით დაკავებული ასობით ოჯახი რეგულაციების გამკაცრებას  აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ამბობედნენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებდა,  რომ ამ მიმართულებით ისედაც მინიმალური აქციზი დაწესდა და მაღალმთიან რეგიონებში მისი კიდევ შემცირება ვერ მოხდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში