გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი აქციიდან პოლიციამ გაიყვანა - უგულავა ტაქსით დაბრუნდა

29 ნოემბერი 2019, 11:55 1864 ნახვა

თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე, ევროპული საქართველოს  წევრები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი პოლიციამ სავარაუდოდ დააკავა.  იგი ავტომობილით პოლიციამ აქციიდან გაიყვანა. ისინი ავტომობილში იძულებით ჩასვეს პოლიციელებმა. 

ისინი პოლიციელებმა ტერიტორიის მიღმა გაიყვანეს, თუმცა აქციაზე გიგი უგულავა ტაქსით დაბრუნდა. 

 

პარლამენტის წევრის,  სერგო რატიანის ინფორმაციით, გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი,  აქციიდან იძულებით, მანქანით გაიყვანეს. "მათ ძალით, წიხლებით ტენიდნენ ავტომობილში სამართალდამცველები, ხულიგნებივით იქცევიან," - ამბობს დეპუტატი ჟურნალისტებთან.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში