ბათუმელმა რაგბისტებმა დებიუტანტი ''იუნკერები'' საკუთარ მოედანზე დაამარცხა

30 ნოემბერი 2019, 11:58 2720 ნახვა

საქართველოს რაგბის ჩემპიონატის დიდი 10-ის მეორე წრის პირველ მატჩში, საქართველოს ჩემპიონმა ''ბათუმმა'' დებიუტანტ ''იუნკერებს'' საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და 20:8 დაამარცხა. ყველასთვის მოულოდნელად ანგარიში მე-10 წუთზე ჯარიმიდან ‘’იუნკერებმა’’ გახსნეს და 3 ქულა პირად აქტივში ხარაზიშვილმა ჩაიწერა. 18-ე წუთზე კი გომიაშვილმა ლელო დადო და დებიუტანტი ჩემპიონთან 8-0 წინ გავიდა .

პირველ ნახევარში 3 ქულის გაქვითვა ურჯუკაშვილმა მოახერხა და პირველი ნახევარი ‘’იუნკერებმა’’ 3-8 მოიგეს. მეორე ნახევარის დასაწყისშივე ჩემპიონმა თამაშს მოუმატა და ქოიავამ ლელო დადო და ანგარიში გაათანაბრა. ურკუკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ,,ბათუმი’’ 10-8 წინ გავიდა. 54-ე წუთზე ტრაპაიძემ მორიგი ლელო დადო და ურჯუკაშვილმა ისევ გამოიყენა გარდასახვა. ანგარიშის კი 17-8 გახდა. 78-ე წუთზე ტრაპაიძემ ჯარიმა შეასრულა და საბოლოო ანგარიში 20-8 დააფიქსირა.

ამ დროისთვის ბათუმის სარაგბო კლუბს 32 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს. უშვალო კონკურენტს მეორე ადგილზე მყოფ რუსთავის ,,ხარებს’’ კი 29 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდეგ შეხვედრას ,,ბათუმი’’ გასვლაზე ბოლნისში აუტსაიდერი ,,ყოჩების’’ წინააღმდეგ 14 დეკემბერს გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში