დევნა და შანტაჟი - მაუწყებლის დირექტორი მოადგილეს ემუქრება

30 ნოემბერი 2019, 20:47 2198 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე, მის მოადგილეს ნათია ზოიძეს მოთხოვნებს უყენებს. ერთ-ერთი და მთავარი, ნათია ზოიძის საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორებაა.

იყო კონკრეტული შეთავაზებები და ამ შეთავაზების  უგულვებელყოფის შემთხვევაში, ზოიძის მიმართ ფაქტების გასაჯაროების მუქარა. თუმცა კონკრეტულად  არ მოგვისმენია თუ რა ფაქტებზე საუბრობდა მაუწყებლის დირექტორი.  

გიორგი კოხრეიძე, დირექტორად არჩევის შემდეგ, გუშინ, 29 ნოემბერს, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს პირველ სამუშაო შეხვედრაზე, არჩევიდან ერთი კვირის შემდეგ შეგვხვდა.შეხვედრა იყო ხმაურიანი და დაძაბული.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში