საქველმოქმედო  სპექტაკლი  პედაგოგების მხარდასაჭერად 

01 დეკემბერი 2019, 15:25 2348 ნახვა

ბათუმის ხელოვნების მუსიკალურ ცენტრში, საქველმოქმედო   სპექტაკლის რეპეტიცია მიმდინარეობს,რომელსაც  სკოლა ლიცეუმ "მასტერკლასის" მოსწავლეები  ორი პედაგოგის  დასახმარებლად  მართავენ. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველის" მიხედვით დადგმულ სპექტაკლში   39  მოსწავლეა ჩართული.

პედაგოგების დასახმარებლად, სპექტაკლზე 2 თვე მუშაობდნენ, მას  მაყურებელი 18:00 საათზე ნახავს . ყველა ბილეთი  გაყიდულია, თუმცა   ფოიეში  იქნება ყულაბა, სადაც  ნებისმიერ  მსურველს ექნება საშუალება  სასურველი თანხით   ქველმოქმედებაში ჩაერთოს.

საქველმოქმედო ღონისძიებაში  აჭარის განათლების სამინისტროც მონაწილეობს, მათ    ბავშვებს მუსიკალური ცენტრის სცენა უფასოდ დაუთმეს .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში