ჯარიმა და დროებით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა - ნიკა მელიას განაჩენი ''ქართუ ბანკის'' საქმეზე 

02 დეკემბერი 2019, 10:12 1790 ნახვა

“ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა და ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა. მელია მისთვის წარდგენილ ერთ მუხლში გამართლდა, მეორეში (332 მუხლში) გამტყუნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. სახელმწიფო ბრალდება „ბანკ ქართუს“ გაკოტრების მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას ნიკა მელიას, ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს ედავება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში