2018/2019 სასწავლო წლებში სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა

02 დეკემბერი 2019, 12:29 1476 ნახვა

2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა , რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% - ბიჭი.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს 151 186 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

რაც შეეხება პედაგოგებს. 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში