აჭარის ნაკრებმა ტაეკვონდოში საქართველოს ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა

02 დეკემბერი 2019, 14:10 2372 ნახვა

ტაეკვონდოში საქართველოს ჩემპიონატზე აჭარის ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა, მათ შორის 3 ოქროს, 2 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს. ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული -63 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ კინწურაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ამავე წონაში რამაზ წუწუნავამ დაიმსახურა. -54კგ-ში ოქროს მედალი მოიპოვა თენგიზ ნიქაბაძემ, -51-ში კი, მიხეილ გავრილჩენკომ. -23 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლუკა ცენტერაძემ დაისაკუთრა, რომლისთვისაც ეს შეჯიბრება პირველი იყო. -58 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დასჯერდა არამ საფარიანი.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2019-ის საუკეთესო მწვრთნელად აკაკი ცენტერაძე დასახელდა.

გათამაშება A და B კატეგორიად გაიმართა, რომელშიც 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. შეჯიბრების მიზანი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დაკომპლექტება იყო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში