ჯანდარის ტბაზე დაკარგულ მოქალაქეებს ვერტმფრენით ეძებენ 

02 დეკემბერი 2019, 15:42 1608 ნახვა

გარდაბანში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა - ამის შესახებ ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ცენტრში დღეს შევიდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ, პროცესებში ვერტმფრენიც ჩაერთო. 

''ამჟამად, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში