მკვდარი ვეშაპის კუჭში 100 კილოგრამი ნაგავი აღმოაჩინეს

02 დეკემბერი 2019, 15:58 3166 ნახვა

შოტლანდიის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპი გამოირიყა, რომლის კუჭშიც 100 კილოგრამამდე ნაგავი იპოვეს. მათ შორის, იყო თევზაობისთვის განკუთვნილი ბადეები, თოკები, პლასტმასის და პოლიეთილენის ნარჩენები. ფაქტის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, გახდა თუ არა ვეშაპის სიკვდილის მთავარი მიზეზი კუჭში აღმოჩენილი ნარჩენები. 

სტატისტიკის თანახმად, შოტლანდიაში ვეშაპების და დელფინების სიკვდილიანობა გაზრდილია. 2018-წელს 930 შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში