ბათუმის "დინამოს" ახალი ფეხბურთელი შეემატა - პირველი ტრანსფერი ახალ სეზონამდე

03 დეკემბერი 2019, 10:38 2940 ნახვა

ბათუმის ,,დინამომ’’ ახალი სეზონის დაწყებამდე პირველი ტრანსფერი განახორციელა. შავიზღვისპირელებს 24 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე დაემატა. ახალგაზრდა ნახევარმცველი ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხება და გუნდთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მათე ცინცაძემ 2019 წლის სეზონის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატში, ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა , გუნდში შექმნილი ფინანსური პრობლმების გამო, მას ზაფხულში გუნდიდან წასვლა მოუწია, საიდანაც კარიერა ლატვიურ "იელგავაში" 5 თვით გააგრძელა. ცინცაძემ ლიტვის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

მათე ცინძაძე სხვადასხვა დროს: თბილისის ,,ლოკომოტივში’’ , თბილისის ,,დინამში’’, ქუთაისის ,,ტორპედოში’’ , ,,რუსთავში ’’ , პოლონურ ,,პოგონში ’’ და ლიტვურ ‘’იალეგავაში’’ ასპარეზობდა. ცინცაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მაისურით უთამაშია , ასევე 2 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. 24 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ,,ტრანსფერმარკეტის’’ ინფორმაციით 350 000 ევროს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში