ლეონელ მესიმ კარიერაში მეექვსე ოქროს ბურთი მიიღო

03 დეკემბერი 2019, 10:48 2102 ნახვა

პარიზში 2019 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია გაიმართა. ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის France Football-ის პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი ,,ბარსელონასა’’ და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გახდა. „ბარსელონას“ ფორვარდმა „ოქროს ბურთი“ მეექვსედ მიიღო და ეს აბსოლუტური რეკორდია.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ვირჯილ ვან დეიკმა, მესამე – კრიშტიანო რონალდომ. დაჯილდოების ცერემონიას მეორე წელია არ ესწრება კრიშტიანო რონალდო.

2019 წლის ლევ იაშინის სახელობის საუკეთესო მეკარის პრიზი „ლივერპულის“ მეკარემ ალისონმა ბეკერმა მიიღო. ქალებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამერიკელი მეგან რაპინო გახდა. მეორე ადგილზე ფრანგი ლუსი ბრონზი გავიდა, ხოლო მესამეზე ამერიკელი ალექს მორგანი. ჰოლანდიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიგტი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში