დაპირისპირება მცხეთაში - აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს

03 დეკემბერი 2019, 18:15 1297 ნახვა

აქცია და კონტრაქცია მცხეთაში - მერიასთან, აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინცინდენტის დროს სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მონები უწოდა და მიმართა მათ, რომ ყველას იმახსოვრებს, რის შემდეგაც ბოკერიას კონტრ-აქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში