წინასასამართლო სხდომა ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე 

04 დეკემბერი 2019, 18:38 1120 ნახვა

რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი "ინტერ მედია პლიუსის“ ბრალდებული დირექტორის ზურაბ იაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა გახდა.

ბასილაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ბასილაიამ განმარტა, საქმის მასალების გაცნობა მისთვის ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო, ვინაიდან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მასალების სრულყოფილად გასაცნობად დრო სჭირდება და სხდომა 2 კვირით უნდა გადადებულიყო.აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, დაცვის მხარეს 13 ნოემბერს გადაეცა საქმის მასალები და მის გასაცნობად საკმარისი დრო ჰქონდა.მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა 13 დეკემბერისთვის გადაიდო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში