თმაზე მოქაჩვა და დაპირისპირება - შსს-მ გამოძიება დაიწყო

05 დეკემბერი 2019, 14:14 2249 ნახვა

შუახევსა და ხულოში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

მაღალმთიანეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ოფისთან აქციები და კონტრაქციები გაიმართა. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აქციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებიც მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს, სადაც ეწერა „მონა“, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ''ალტერნატივას'' წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ ის აქტივისტს თმაში სწვდა.

„ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სტიკერები მოხსნეს და აქციის მონაწილეებს ზონდერები უწოდეს. აქციაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში