გზააბნეული შველი მტირალას ტყეში გაუშვეს

05 დეკემბერი 2019, 12:02 2705 ნახვა

შველი, რომელიც გურიაში იპოვეს დღეს მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს. ის სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა.

ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მისი მტირალას ეროვნულ პარკში გაშვება გადაწყდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში