პრემიერ-მინისტრი 11 სექტემბერის მოვლენებს გამოეხმაურა

11 სექტემბერი 2016, 00:00 3770 ნახვა

11 სექტემბრის მოვლენებს ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. ''2001 წლის 11 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა თანამედროვეობის ისტორიაში. უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულმა აქტმა, რომელიც თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ იყო მიმართული, შეცვალა მსოფლიო. ამ ტრაგიკულმა დღემ გააერთიანა ცივილიზებული სამყაროს მოქალაქეები. ჩვენ არასოდეს დავთმობთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს და მტკიცედ გვჯერა, რომ ერთად დავამარცხებთ საუკუნის ბოროტებას.''-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრემიერის ფეისბუქ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

ამავე კატეგორიაში