ბათუმის ,,დინამო'' ორმა ფეხბურთელმა დატოვა

06 დეკემბერი 2019, 10:22 2572 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან გიორგი ილურიძე და გურამ ადამაძე წავიდნენ. ინფორმაცია შავიზღვისპირული კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მხარეები ერთმანეთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაშორდნენ.

27 წლის თავდამსხმელი გიორგი ილურიძე ბათუმის "დინამოს" 2018 წლის სეზონის დასაწყისში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ილურიძეს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ჰქონდა. ფეხბურთელმა ბათუმის ,,დინამოს’’ მაისური წელს 9-ჯერ მოირგო. 

გურამ ადამაძეც "დინამოში" ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა. მიმდინარე წლის პირველ 2 წრეში 31 წლის მცველი სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა. გუნდში მამუკა კობახიძის მისვლის შემდეგ ძირითადში ადგილი დაკარგა. ადამაძემ ბათუმის ''დინამოს'' მაისურით ეროვნულ ლიგაში წელს 15 მატჩი ჩაატარა. 

ბათუმის ,,დინამოს’’ მალე შეუერთდება 24 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე. ასევე საუბარია, რომ გუნდში 23 წლის შემტევი ვანგერ გონსალვეში მოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში