აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

07 დეკემბერი 2019, 12:30 1602 ნახვა

დღეს, თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. 9 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმი, ცხინვალის ციხეში, კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება.

ქართველი ექიმი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა საზღვარი არ აღიარა, რაც მისი თავისუფლების გარანტი გახდებოდა და სწორედ ამის გამო აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ექიმის გათავისუფლების საქმეში ჩართულია ყველა – როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სამსახურები. მიუხედავად მრავალი დაპირებისა, ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში