ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიმართვა

07 დეკემბერი 2019, 12:25 1054 ნახვა

ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი, შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ერთობლივი განცხადება, ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის სახელით გაკეთდა.

განცხადების ავტორები მხარს უჭერენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობით და ღირსეულ დაბრუნებას თავიან სახლებში. საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი მოუწოდებენ რუსეთს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში