ტრენინგი - კიბერშეტევების გამოწვევები 

07 დეკემბერი 2019, 12:10 955 ნახვა

კიბერშეტევების გამოწვევებზე ისაუბრეს ტრენინგზე, რომელიც ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა. კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა ელექტრონული ტექნიკა შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს ჰაკერების შეტევის სამიზნე.

ორგანიზატორების თქმით, ახლა, როცა ახალგაზრდების ცხოვრებაში  ინტერნეტი სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, კიბერშეტევებისგან დაცვა სერიოზულ გამოწვევად იქცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში