ძვირადღირებული,ასტრონომიული და გაჩერებული საათები

07 დეკემბერი 2019, 20:13 2330 ნახვა

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი საათი ინდოეთის ქალაქ  ჯიაპურშია, მისი ისრის სიგრძე 340 მეტრია. ყველაზე დიდი საათით არა, მაგრამ ბათუმელებს ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ასტრონომიული საათით, რომელიც ევროპის მოედანთან, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაზეა განთავსებული.

მის სანახავად მისული ტურისტების ჯგუფები, ალბათ თქვენც ხშირად  გინახავთ. მაგრამ იშვიათად თუ ენდობით სხვა საათებს, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილშია დამონტაჟებული. წლებთან ერთად, დროის ყველაზე ზუსტ ამთვლელებზე, უკვე დიდი ხანია დრო აირია. ასევე დიდი ხანია, ქალაქის ქუჩებიდან გაქრა მექანიკური საათები.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში