აჭარის ბაღებში შესატანი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს - სეს

08 დეკემბერი 2019, 22:41 9544 ნახვა

სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს ''სოფოს'' მიერ ნაქირავებ ფართში სავარაუდოდ ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა - ინფორმაცია გურიაTV ავრცელებს. 

სააგენტოს სამმართველოს უფროსის მანან ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

_ ეს არის შპს "სოფოს" მიერ ნაქირავები ფართი, სადაც ხდება დაფილვა. ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს. ამ შემთხვევაში ხორცი, რომელიც არის ვადაგასული, ეტიკეტის და საბუთების გარეშე ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში, _ გვითხრა ერქომაიშვილმა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხორცი დალუქეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში