ქართული სამზარეულოს და კულინარიის ევროპულ სტილში წარმოჩენის მასტერკლასი შეფ-მზარეულებისთვის

09 დეკემბერი 2019, 12:32 1298 ნახვა

ქართული სამზარეულოს და კულინარიის ევროპულ სტილში წარმოჩენის მასტერკლასი შეფ-მზარეულებისთვის. მასტერკლასის მიზანი ადგილობრივი სამზარეულოს წარმოჩენაა. მოწვეული ექსპერტი, ჟურნალისტი და გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი ესმა კუნჭულია ბათუმელ მზარეულებს მოუწოდებს, ტურიზმის განვითარებისთვის ევროპული გასტრონომიული პროდუქციის ნაცვლად, უმჯობესია ადგილობრივი კულინარია წარადგინონ. მისი თქმით,  აჭარა ასობით ისტორიული, კულინარიული პროდუქტით გამოირჩევა, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდე არ გამოიყენება ოფიციალურ სამზარეულოში.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში