დღეიდან მასწავლებელთა შემოდგომის ტესტირების შედეგების გასაჩივრება დაიწყო

09 დეკემბერი 2019, 12:40 1385 ნახვა

საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების  ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები მიღება დაიწყო.  საჩივრის დაწერა პედაგოგებს  11 დეკემბრის 18:00  საათამდე შეუძლიათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელებს.

სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge  არის შესაძლებელი.

''სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში – გვარი და სახელი.'' - წერია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის განცხადებაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში