უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა - კენჭისყრა 12 დეკემბერსაა ჩანიშნული

09 დეკემბერი 2019, 20:02 2066 ნახვა

უზენაესი სასამართლო სავარაუდოდ ახალი მოსამართლეების დანიშვნას ელოდება და ამის შემდეგ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლის წარდგენას - ეს კი ხელს მხოლოდ და მხოლოდ კლანს აძლევს - დაახლოებით ასეთია საია-ს წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის შეფასება, რომელთან ერთადაც კოალიციის წევრებმა დღეს განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს. ისინი მას მოუწოდებენ დროულად დანიშნოს მაია კოპალეიშვილის შემცვლელი საკონსტიტუციო სასამართლოში. კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა გასულ კვირას ამოეწურა, ახალი მოსამართლის კანდიდატურა კი უზენაეს სასამართლოს ნოემბერში უნდა წარედგინა.

უზენაესი სასამართლოს საპასუხო განცხადებით კი მოსამართლის წარსადგენად მესამე ინსტანციას კვორუმი არ ჰყოფნის. ამბობენ, რომ ისინი მართლაც ახალ წევრებს ელოდებიან.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში