საქართველოში უმწვავეს პრობლემაა კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა - სახალხო დამცველი

10 დეკემბერი 2019, 13:06 1577 ნახვა

"საქართველოში უმწვავეს პრობლემად რჩება კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობ,ა" - ამის შესახებ სახალხო დამცველი აცხადებს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი ხედვა ამ პრობლემის გადასაჭრელად -  "არ არსებობს ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება გვერდითი მოვლენების მართვა და მხარდამჭერი ფსიქოლოგია" - ამბობს ომბუდსმენი. 

საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულს გამოსვლაში დღეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ისაუბრა, განცხადებაში ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ სხვა გამოწვევებზეც გაკეთდა აქცენტი - ხარისხსა და მედიკამენტების ფასებზე. 

"ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით  პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისების ხარისხი და წამლებზე არსებული მაღალი ფასები, ასევე რეგიონებში  ამბულატორიების მოწყობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები.   

2019 წელს საქართველოში, 17 მუნიციპალიტეტში, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ  70-ზე მეტი ამბულატორიის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების ნაკლებობის პრობლემები" - ამბობს ნინო ლომჯარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში