"ნუ შეგვზღუდავ," - ჟურნალისტებმა ქუტაისში მერიასთან აქცია გამართეს

11 დეკემბერი 2019, 15:18 1041 ნახვა

,,ნუ შეგვზღუდავ" - ამ ლოზუნგით, ქუთაისში არსებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გამართეს.  პროტესტი მერიაში არსებულ ერთჯერად საშვთა სისტემას უკავშირდება, რომელიც ჟურნალისტების თქმით, მათ პროფესიულ საქმიანობას ზღუდავს.

შენობაში არ არის მხოლოდ მერია, არის საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაც, ეს კი უკვე ქმნის გარკვეულ უხერხულობას.

მერიაში კი აცხადებენ, რომ იქნება შესაბამისი სია, რომელიც ექნება პრესსამსახურს და ნებისმიერ ჟურნალისტს, მასთან შეთანხმების შემთხვევაში, შეეძლება, შევიდეს მერიაში და განახორციელოს, ჟურნალისტური საქმიანობა.

 

ავტორი: გიგა გელხვიძე 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში