კორუფციის თემაზე 3-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული გიორგი ხომერიკის ანიმაცია გახდა

11 დეკემბერი 2019, 21:36 3931 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, გიორგი ხომერიკი  3-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული გახდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ (TI) და რადიო თავისუფლების ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულები კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ ღონისძიებაზე დაასახელეს.

კონკურსის თემა კორუფცია იყო, მიზანი კი - კორუფციის არსზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კორუფციის ფორმებსა და მასთან ბრძოლაზე. 

გიორგი ხომერიკის სამწუთიანი ანიმაციური ფილმი, ურბანულ „განვითარებას“ და კორუფციას ეხება,  მოქმედება ზღვისპირა ქალაქში ხდება.

გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები:

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

  •  
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში