საქართველოს თასის მოსაპოვებლად აჭარიდან 4 სპორტსმენი იბრძოლებს

12 დეკემბერი 2019, 12:07 1659 ნახვა

დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმის სპორტსკოლაში საქართველოს თასის მოსაპოვებლად აჭარიდან 4 სპორტსმენი იბრძოლებს. ასპარეზობა 18:00 საათზე დაიწყება. 

63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე (აჭარა) ქერიმ მაჩალიკაშვილს დაუპირისპირდება.

72 კგ-ში შმაგი ბოლქვაძე (აჭარა) იური ლომაძეს წინააღმდეგ გამოვა (ოზურგეთი).

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძე (აჭარა) და აივენგო რიკაძე (გარდაბანი) იბრძოლებენ ოქროს მედლის მოსაპოვებლად.

გარდა ამ წონითი კატეგორიებისა დღეს კიდევ ორი ფინალი გაიმართება 55 და 97 კგ წონით კატეგორიებში, თუმცა მანამდე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეების დარჩენილი 5 წონა. 

წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში