ეძღვნება აჭარის მაუწყებლის სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს - პოლიტიკური სკოლის საიუბილეო ბროშურა

12 დეკემბერი 2019, 17:30 3578 ნახვა

არჩევანი დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს.  არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მაუწყებელში დასაქმებულებს ხელისუფლება ავიწროებს.

 ''ჩვენ გვინდა, რომ ყველამ ვინც ამ მნიშვნელოვან სივრცეში იკრიბება, უცხოელებმა, დიპლომატებმა, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა გავიაზროთ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს აჭარის ტელევიზია და რადიო. შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ ვითარების უფრო დრამატულად განვითარება,​''-  განაცხადა თბილისის პოლიტიკური სკოლის ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა.

''აჭარის ტელევიზიის და რადიოს შემთხვევა ჩემი აზრით არის განსაკუთრებული იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ დღისით, მზისით როგორ ახერხებს ხელისუფლება და ართმევს საქართველოს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს უმთავრეს მონაპოვარს, სიტყვის თავისუფლებას. ართმევს დამოუკიდებელი მედიის არსებობის შესაძლებლობას. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არაჩვეულებრივ, მამაც ჟურნალისტებს, თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან დიდი რისკის ფასად ახერხებენ, რომ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა ყველანაირად ავიწროებს ხელისუფლება. ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ. იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს სტაბილური და გარანტირებული სიტყვის თავისუფლების კუთხით ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა.

ვფიქრობ, რომ რესურსი არის 3: გლობალურად ქვეყანაში მიზანმიმართული ბრძოლა დემოკრატიისთვის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მამაცი თანამშრომლებისა და ჟურნალისტების სიმამაცე და მონდომება არ დათმონ ეს ძვირფასი მონაპოვარი და მესამე ეს არის ყოველდღიურად საზოგადოების აქტიური ნაწილის ჩართულობა რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ თუ ამ სამიდან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტი იქნება აქტიური პერიოდულად შესაძლოა რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ.'' - ამბობს არმაზ ახვლედიანი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში