სამშობიარო სახლის მეწილეები საჯარო რეესტრის წინააღმდეგ

03 ივნისი 2021, 17:50 6416 ნახვა

მორიგი სასამართლო დავა ბათუმის სამშობიარო სახლის ირგვლივ.  შპს. „ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის“ ერთ-ერთი პარტნიორი ნანა შერვაშიძე ამავე სამშობიაროს დირექტორად დარეგისტებას ითხოვს და საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივის. სადავოდ არის განმხდარი საჯარო რეესტრის ის გადაწყვეტილება, რომლის  მიხედვითაც შერვაშიძეს დირექტორად დარეგისტრირება ეკრძალება.  ნანა შერვაშიძემ დღეს სასამართლოზე განმარტა, რომ იგი  2 წლის წინ  საერთო კრებამ დირექტორად პროცედურების დაცვით აირჩია, თუმცა საჯარო რეესრტმა დაუსაბუთებლად და  ჯუმბერ უნგიაძის ინტერესების გათვალისწინებით რეგიტსრაცია შეაჩერა. მოსარჩელე ასევე  განმარტავს,  უნგიაძის უფლებამონაცვლე მიზანმიმართულად ცდილობს სასამართლო შეცდომაში შეიყვანოს და საჯარო რეესტრს რეგიტსრეაციაში ხელი შეუშალოს.  მოპასუხე მხარეს საჯარო რეესტრთან ერთად, ჯუმბერ უნგიაძის უფლებამონაცვლეც წარმაოდგენს. მოპასუხე მხარემ სასამართლოზე განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი კანონის ფარგლებში მოქმედებს,  რადგან   ნანა შერვაშიძე პარტნიორებმა   პროცედურული დარღევებით აირჩიეს, უნგიაძე კი მოქმედი დირექტორია. დღეს სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებები მოისმინა, თუმცა   პროცესში ჩართვა საჯარო რეესტრის წარმომადგნელმა  ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოახერხა და  მოსამართლე მას მომდევნო სხდომაზე მოუსმენს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში