სარფში 49 ტონა კარტოფილში მავნე ბაქტერიები აღმოაჩინეს

13 დეკემბერი 2019, 11:06 25692 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, თურქეთიდან 49 ტონა  კარტოფილი შემოვიდა. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კვლევის შედეგად, კარტოფილში რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა.

აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში