გარემოვაჭრეები ახალი წლის დღეებში ვაჭრობის უფლებას ითხოვენ - აქცია მთავრობასთან

13 დეკემბერი 2019, 12:35 2086 ნახვა

10 გარემოვაჭრე ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მიმდებარედ ახალი წლის დღეებში საახალწლო ბაზრობის გასამართად ნებართვას ითხოვს. ამ მოთხოვნით, გარემოვაჭრეები დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და თორნიკე რიჟვაძეს ნებართვის მისაღებად მერთან შუამდგომლობა თხოვენ. აქციის დროს ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა რის გამოც მთავრობის სახლთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. 

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ვიდრე მთავრობის თავმჯდომარისა და მერიისგან პასუხს არ მიიღებენ ისინი არ დაიშლებიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში