ერმაკოვისა და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ 24 დეკემბერს გამოცხადდება 

13 დეკემბერი 2019, 13:15 3426 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა გრძელდება. დღეს დაცვის მხარის წარმომადგენლები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით ბოლოჯერ წარდგებიან. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი მოსამართლე დავით მამისეიშვილი, სავარაუდოდ, 24 დეკემბერს გამოიტანს.

ბათუმის ყოფილ მერი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი პროექტ "იაფი სახლის" საქმეზე  დააკავეს, პროკურატურა მათ დაახლოებით მილიონ ოთხასი ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.

საქმეში ბრალდებული სხვა ოთხი მაღალჩინოსანი მოსამართლემ რამდენიმე თვის წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა,  პატიმრობაში დატოვა ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მერიის თანამშრომელი გოგა ლომაძე და ეკონომიკის მინისტრის  მოადგილე არჩილ ვანაძე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში