19 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური ფინალშია

14 დეკემბერი 2019, 12:14 2450 ნახვა

19 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური ჩინეთის ქალაქ ციანდაოში მიმდინარე მასტერსის ფინალშია. 90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში, ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეერკინება. ბექაურმა ნახევარფინალში თურქი მიკაილ ოზერლერი 10:0 დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 13:00-ზე დაიწყება. ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში