რატომ უწოდა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვაჟა ექიმის ოჯახის წევრებს "იდიოტები" და "პროვოკატორები"

14 დეკემბერი 2019, 14:31 2942 ნახვა

ექიმი ვაჟას ოჯახის წევრები მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ "იდიოტებად" და "პროვოკატორებად" მას შემდეგ მოიხსენია, რაც გუშინ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა ბრიფინგი გამართა.

ოკუპირებულ ცხნვალში დატყვევებული ექიმის ოჯაახის წევრებმა, გუშინ 13 დეკმებერს ხელისუფლებას მიმართეს დაკვირას, 15 დეკემბერს აქცია დაანონსეს:  "მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორიო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა" - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელში დაწერა: „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში გუშინ დატოვეს. საოკუპაციო რეჟიმი ექიმს საზღვრის უკანონო კვეთას ედავება/ ვაჟა გაფრინდაშვილი კი ბრალდებას არ აღიარებს, "ამბობს რომ საქართველოს საზღვარი არ დაურღვევია, რადგან ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა" - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში