ბათუმში მედიკოსემბმა ექიმებზე ძალადობა გააპროტესტეს - ზვიად ბახტაძის მხარდამჭერი აქცია 

14 დეკემბერი 2019, 15:00 5445 ნახვა

აქცია  გაიმართა ბათუმში, ექიმზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ,,მედცენტრის’’ ექიმებმა, ზვიად ბახტაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ზვიად ბახტაძე  ,, მთავართან’’ საუბარში ყვება, რომ 12 დეკემბერს მას 27 ნოემბერს გარდაცვილი პაციენტის შვილი,   რეანიმაციულ განყოფილებაში თავს დაესხა  და  ცივი იარაღით მოკვლით ემუქრებოდა. ექიმების თქმით,  მკურნალობის პროცესში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მკურნალი ექიმის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ . 70 წლამდე კაცი, მწვავე ინფარქტით, გულის გაჩერებით, კომატოზურ მდგომარეობაში გარდაიცვალა, ამასთან პაციენტი ფილტვისა და შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნით რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.

ზვიად ბახტაძე და კოლეგები საქმის დროულ გამოძიებასა და კანონის შესაბამისად თავდამსხმელის დასჯას მოითხოვენ. მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში